ოფიციალურად - სპალეტიმ „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა
მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ დატოვა საკუთარი პოსტი. ამის შესახებ გამოაცხადა კლუბის პრეს-სამსახურმა.
„საფეხბურთო კლუბი „ინტერი“ ოფიციალურად ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლუჩანო სპალეტი აღარ არის გუნდის მთავარი მწვრთნელი. კლუბს სურს მადლობა გადაუხადოს სპალეტის გაწეული სამუშაოსთვის და შედეგებისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ“, – წერია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
სპალეტი 2017 წლიდან ედგა სათავეში იტალიურ გუნდს. გასულ სეზონში „ინტერმა“ მეოთხე ადგილი დაიკავა და მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური. ელოდებიან, რომ სპალეტის შემცვლელი „ინტერში“ გახდება „იუვენტუსის“, „ჩელსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე.