ოფიციალურად - „სან ანტონიომ“ სანდრო მამუკელაშვილს ახალი კონტრაქტი გაუფორმა #1TVSPORT
ოფიციალურად - „სან ანტონიომ“ სანდრო მამუკელაშვილს ახალი კონტრაქტი გაუფორმა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი მომავალ სეზონში „სან ანტონიო სპურსში“ რომ ითამაშებდა, ამერიკულმა მედიამ უკვე დაწერა. თუმცა კონტრაქტი ოფიციალურად ახლა გაფორმდა და უკვე თამამად შეიძლება დაიწეროს, რომ 2023-24 წლების სეზონს მამუკელაშვილი „სპურსში“ გაატარებს.

საინტერესოა ხელშეკრულების ხანგრძლივობა, თანხის ოდენობა, თუმცა კონტრაქტთან დაკავშირებული დეტალები არ ქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი 2021 წლის დრაფტზე „ინდიანამ“ აიყვანა და იმავე ღამეს „მილუოკის“ დაუთმო. ქართველი ფორვარდი „ბაქსიდან“ „სპურსში“ 2023 წლის 3 მარტს გადავიდა და სეზონის დარჩენილ მონაკვეთში ეფექტურადაც თამაშობდა:

19 მატჩში საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა (23.3 წუთში).

ამჟამად სანდრო იტალიის ქალაქ ტრევიზოშია და საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.