„მანჩესტერ იუნაიტედის“ პრესსამსახური იუწყება, რომ გუნდი პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
„კლუბი მადლობას უხდის ფეხბურთელს გუნდის შედეგებში უდიდესი წვლილისთვის. ვუსურვებთ მას და მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს. კლუბში ახლა ყველა კონცენტრირებულია, რომ თენ ჰაგის ხელმძღვანელობით წინსვლა განვაგრძოთ“, – ვკითხულობთ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
მიმდინარე სეზონში 37 წლის პორტუგალიელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.