ოფიციალურად - მხითარიანი „არსენალის“ ფეხბურთელია
ოფიციალურად - მხითარიანი „არსენალის“ ფეხბურთელია

ლონდონის „არსენალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერი დაადასტურა.

29 წლის სომეხმა ფეხბურთელმა არსენ ვენგერის გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ საპირისპირო მიმართულებით „მანჩესტერში“ ალექსის სანჩესი გაემგზავრა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, გარიგება შედგა. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ეს ოცნების ასრულებაა. ყოველთვის ვოცნებობდი „არსენალში“ თამაშზე. ახლა, როცა აქ ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამ კლუბმა ისტორია შექმნას“, – განაცხადა მხითარიანმა.

დატოვე კომენტარი