მიუნხენის „ბაიერნის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა, რომ მიროსლავ კლოზე გუნდის მთავარი მწვრთნელის ჰანს-დიტერ ფლიკის ასისტენტად დაინიშნა.
კლუბის ყოფილ ფორვარდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. მანამდე, ორი წლის განმავლობაში, კლოზე „ბაიერნის“ 17-წლამდელთა გუნდს ედგა სათავეში.
მიროსლავ კლოზე „ბაიერნში“ 2007-11 წლებში თამაშობდა, გუნდთან ერთად ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ამდენჯერვე მოიგო ქვეყნის თასი.
ბუნდესლიგის 25 ტურის შემდეგ, „ბაიერნი“ ლიდერობს გათამაშების ცხრილს და უახლოეს მდევარ „დორტმუნდს“ ოთხი ქულით უსწრებს.