ოფიციალურად - მერსედესმა ვალტერ ბოტასს კონტრაქტი გაუგრძელა
ოფიციალურად - მერსედესმა ვალტერ ბოტასს კონტრაქტი გაუგრძელა

გერმანულმა საჯინიბო „მერსედესმა“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ფინელ პილოტ ვალტერ ბოტასთან. ხელშეკრულება 2021 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

ბოტასი „მერსედესში“ 2017 წელს გადავიდა და მის შემადგენლობაში მინიმუმ მეხუთე სეზონს ჩაატარებს.

გერმანული საჯინიბოს რიგებში ფინელმა რვა გამარჯვება მოიპოვა, 12 პოული ჰქონდა და 39-ჯერ ავიდა პოდიუმზე. გასული სეზონზე მან მეორე ადგილი დაიკავა პირად ჩათვლაში და „მერსედესს“ კონსტრუქტორთა თასის მოპოვებაში დაეხმარა.

წლევანდელ სეზონზე ბოტასი ასევე მეორე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში – ოთხი ეტაპის შემდეგ, ის ლიდერ ლუის ჰემილტონს 30 ქულით ჩამორჩება.