ოფიციალურად - მექსიკის ჩემპიონატიც ვადამდე დასრულდა
ოფიციალურად - მექსიკის ჩემპიონატიც ვადამდე დასრულდა

მექსიკა კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც კრონავირუსის პანდემიის გამო, საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობის თანახმად, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ქვეყნის ლიგების წარმომადგენელთა უმრავლესობამ, მათ შორის სამოყვარულო ლიგებმაც. ასევე გადაწყდა, რომ მომდევნო ექვსი სეზონის განმავლობაშ „ბ“ კლასში გუნდების დაწინაურება და დაქვეითება შეწყდება.

უცნაური ისაა, რომ მექსიკაში უკვე ჩატარდა რეგულარული სეზონის ყველა 18 ტური, პლუს, კლაუსურას (ფინალური ეტაპი) 10 ტური და ჩემპიონის გამოსავლენად დაგეგმილი პლეი ოფების დროც ახლოვდებოდა. ჩემპიონატს „კრუზ აზული“ ლიდერობდა.