ოფიციალურად – მასიმილიანო ალეგრი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ მთავარ მწვრთნელად მასიამილიანო ალეგრის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც „ნაპოლის“ რიგებში 1997-1998 წლების სეზონში ფეხბურთელის რანგში ირიცხებოდა, გუნდთან შრომითი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ამ პოსტზე ანტონიო კონტე ჩაანაცვლა.
საინტერესო დეტალია ისიც, რომ ალეგრიმ კონტეს ადგილი კარიერაში უკვე მეორედ დაიკავა – პირველად ეს 2014 წელს, ტურინის „იუვენტუსში“ მოხდა.
რაც შეეხება მის წარსულს, გასულ სეზონში ალეგრი „მილანს“ წვრთნიდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გუნდიდან გაათავისუფლეს. მისი ყველაზე წარმატებული პერიოდი „იუვენტუსს“ უკავშირდება, სადაც 2014-2019 და 2021-2024 წლებში მუშაობდა. ტურინულ გრანდს მან 5-ჯერ მოაგებინა სერია A, 5-ჯერ იტალიის თასი და გუნდი ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ათამაშა.
2011 წელს ალეგრის „მილანთან“ ერთადაც აქვს ერთი სკუდეტო მოგებული. სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე კი ალეგრი „სასუოლოსა“ და „კალიარის“ ავარჯიშებდა.
Mister Allegri is proud to be one of us!
Leggi il comunicato 👉 https://t.co/BFWcEi2GX5
💙 #ProudToBeNapoli | #WelcomeAllegri | #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/MqGlaiuMxC
— Official SSC Napoli (@sscnapoli) July 3, 2026