ოფიციალურად - „მანჩესტერ იუნაიტედის“ 25-პროცენტიანი წილი კომპანია „ინეოსმა“ შეისყიდა #1TVSPORT
ოფიციალურად - „მანჩესტერ იუნაიტედის“ 25-პროცენტიანი წილი კომპანია „ინეოსმა“ შეისყიდა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, კლუბის 25-პროცენტიანი წილი ჯიმ რატკლიფის კომპანია „ინეოსმა“ შეისყიდა.

ბრიტანულ კომპანიას გარიგება 1.3 მილიარდი ფუნტი დაუჯდა. „ინეოსი“ ასევე იქნება კლუბის სპორტულ მხარეზე პასუხისმგებელი, ხოლო მარკეტინგულ ოპერაციებს კვლავ გლეიზერების ოჯახი განახორციელებს, რომელიც 2005 წლიდან ფლობს ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო კლუბს მსოფლიოში.

კომპანია „ინეოსი“, რომელიც მსოფლიოში მეოთხეა ქიმიური ნივთიერებების წარმოებით, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ დამატებით 300 მილიონ ფუნტს გამოყოფს, რომელიც სტადიონის, „ოლდ ტრაფორდის“ რეკონსტრუქციას და კლუბის სხვა ინფრასტრუქტურის განახლებას მოხმარდება.

მხარეებს შორის მოლაპარაკება, დაახლოებით, 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.