ოფიციალურად – ლიონელ მესი ესპანური კლუბის, „ელდენსეს“ მფლობელი გახდა #1TVSPORT
ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა „ელდენსემ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მფლობელი „ინტერ მაიამის“ არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესია.
გავრცელებული ცნობებით, ფეხბურთელი კლუბის სამომავლო პროექტებსა და განვითარების პროცესში უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას. „ელდენსე“ ამჟამად ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში გამოდის, სადაც შვიდი მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციას იკავებს.
ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მესიმ ესპანეთში უკვე მეორე საფეხბურთო კლუბი იყიდა – მანამდე, მიმდინარე წლის აპრილში, მის მფლობელობაში მეხუთე დივიზიონის ბინადარი „კორნელა“ გადავიდა.
მესი ლუის სუარესთან ერთად ასევე არის ურუგვაული საფეხბურთო კლუბ „დეპორტივო ელ ეს ემის“ თანამფლობელი.