„პარი სენ-ჟერმენის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა „აინტრახტისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის, რანდალ კოლო-მუანის ტრანსფერის შესახებ.
24 წლის ფეხბურთელისთვის ფრანქფურტელებმა თავიანთთვის სარეკორდო თანხა – 95 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.
კოლო-მუანიმ ახალ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იქ 23-ე ნომრით ითამაშებს.
გასულ სეზონში კოლო-მუანიმ „აინტრახტში“ 46 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.