არგენტინელი ფორვარდი ხულიან ალვარესი „მანჩესტერ სიტიდან“ „ატლეტიკოში“ გადავიდა. ფეხბურთელთან გაფორმდა ექვსწლიანი კონტრაქტი, – იტყობინება მადრიდული კლუბის პრესსამსახური.
პრესის ინფორმაციით, 24 წლის ფორვარდის ტრანსფერი ესპანურ კლუბს 75+20 მილიონი ევრო დაუჯდა. ეს „სიტის“ ისტორიაში სარეკორდი გაყიდვაა.
ხულიან ალვარესი „მანჩესტერ სიტიმ“ „რივერ პლეიტიდან“ 2022 წლის დასაწყისში 20 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ინგლისურ კლუბში 103 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.