ოფიციალურად - ხარაბაძე „დინამოს“ დაუბრუნდა
ოფიციალურად - ხარაბაძე „დინამოს“ დაუბრუნდა

„დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი ლევან ხარაბაძე, რომელიც იჯარის წესით „ციურიხში“ თამაშობდა, თბილისურ გუნდს დაუბრუნდა – ინფორმაციას „დინამოს“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველი ლევან ხარაბაძე მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. მან წელიწადნახევარი იჯარის წესით შვეიცარიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ „ციურიხში“ გაატარა, სადაც 28 მატჩში ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა“ – წერია „დინამოს“ ოფიციალური გვერდზე.

ლევან ხარაბაძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. სადებიუტო შეხვედრა საქართელოს ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის 26 მარტს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ დუბლინში ჩაატარა – ასევე ითამაშა გიბრალტართან და სამხრეთ კორეას ნაკრებებთან ამხანაგური მატჩები.

ხარაბაძემ ბოლოს „ციურიხში“ 2019 წლის 25 სექტემბერს „ბაზელთან“ გასვლითი მატჩი ითამაშა. ამის მერე 20 წლის მცველი დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობდა. ლევანი „დინამოს“ უკვე შეუერთდა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.