ოფიციალურად - ჯოკოვიჩი აშშ-ის ღიაზე არ იქნება #1TVSPORT
ოფიციალურად - ჯოკოვიჩი აშშ-ის ღიაზე არ იქნება #1TVSPORT

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ვერ ითამაშებს წელს აშშ-ის ღია პირველობაზე. მიზეზი ის არის, რომ „დიდი სლემის“ ტურნირების 21-გზის ჩემპიონი კვლავინდებურად არ არის ვაქცინირებული კორონავირუსის საწინააღმდეგოდ.

„სამწუხაროდ, მე ვერ შევძლებ ნიუ იორკში ჩასვლას აშშ-ის ღია პირველობაზე სათამაშოდ. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. წარმატება სხვა მოთამაშეებს. ვეცდები კარგი ფორმისა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას და დაველოდები მომდევნო შესაძლებლობას“, – დაწერა ჯოკოვიჩმა „ტვიტერში“.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქვეყანაში შესვლის განახლებული წესები. ახალი დირექტივის თანახმად, ამერიკაში ჩასული ნებისმიერი ადამიანი ვაქცინირებული უნდა იყოს COVID-19-ზე.

აშშ-ის ღია პირველობა 29 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე გაიმართება.

ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობის სამგზის ჩემპიონია – 2011, 2015 და 2018 წლებში.