ოფიციალურად - იოახიმ ლიოვი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრებს დატოვებს #1TVSPORT
ოფიციალურად - იოახიმ ლიოვი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრებს დატოვებს #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი დატოვებს თავის თანამდებობას ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართება, – ამის შესახებ გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურმა დაწერა.

61 წლის სპეციალისტი გერმანიის ნაკრებს 2006 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მოიგო ვერცხლი ევრო 2008-ზე და მესამე ადგილზე გავიდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, აგრეთვე, ევრო 2012-ზე და ევრო 2016-ზე.

ლიოვის ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა ჯამში 188 მატჩი ჩაატარა, 120 მოიგო, 31 წააგო და 37-ჯერ ფრედ ითამაშა.