ოფიციალურად - ერიქსენი „ინტერის“ ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - ერიქსენი „ინტერის“ ფეხბურთელი გახდა

კრისტიან ერიქსენი ოფიციალურად გახდა მილანის „ინტერის” ფეხბურთელი. იტალიურმა კლუბმა დანიელ ნახევარმცველთან ოთხწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. „ინტერმა” ერიქსენის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადა, აქედან ორი მილიონი „აიაქსს” ეკუთვნის, რომელშიც დანიელი „ტოტენჰემამდე” თამაშობდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერიქსენი „ინტერში” წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს. ოდენობით ეს არის სერია A-ში მეორე ხელფასი. უფრო მეტს მხოლოდ „იუვენტუსის” ლიდერი კრიშტიანო რონალდო გამოიმუშავებს.

ახალ გუნდში ერიქსენი 24-ე ნომრით ითამაშებს.