„ბარსელონას“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა გუნდში დანი ალვეშის დაბრუნების შესახებ.
38 წლის ბრაზილიელი მცველი კატალონურ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ალვეში „ბარსელონას“ მომავალი კვირის დასაწყისში შეურთდება.
დანი ალვეში „ბარსელონაში“ 2008-16 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, მან თითქმის 400 მატჩი ჩაატარა კატალონელთა რიგებში და 23 ტიტული მოიპოვა.