ოფიციალურად – დანი ალვეში „ბარსელონაში“ დაბრუნდა #1TVSPORT

13:16, 13.11.2021

„ბარსელონას“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა გუნდში დანი ალვეშის დაბრუნების შესახებ.

38 წლის ბრაზილიელი მცველი კატალონურ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ალვეში „ბარსელონას“ მომავალი კვირის დასაწყისში შეურთდება.

დანი ალვეში „ბარსელონაში“ 2008-16 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, მან თითქმის 400 მატჩი ჩაატარა კატალონელთა რიგებში და 23 ტიტული მოიპოვა.

მსგავსი