ოფიციალურად - ბენჟამენ პავარი „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - ბენჟამენ პავარი „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდა

შტუტგარტისა“ და საფრანგეთის ნაკრების მცველი, ბენჟამენ პავარი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს, – იტყობინება გერმანიის ჩემპიონის ოფიციალური “ტვიტერი”.

ინფორმაცია „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა. ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი თავის ახალ გუნდს 2019 წლის 1 ივლისს შეუერთდება და ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერის თანხა ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.

პავარი „შტუტგარტში“ 2016 წლიდან თამაშობს. მანამდე ის „ლილის“ რიგებში გამოდიოდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე პავარი საფრანგეთის ნაკრების ძირითადი მარჯვენა მცველი იყო. მან შვიდი შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.