„ბარსელონამ“ მთავარ მწვრთნელთან, ჩავისთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა.
43 წლის სპეციალისტის ახალი ხელშეკრულება კატალონურ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, ერთი წლით გაგრძელების ოპციით.
ჩავი „ბარსელონას“ 2021 წლიდან ავარჯიშებს. გასულ სეზონში გუნდმა ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო.
ამ მომენტისთვის, ლა ლიგის ხუთი ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 13 ქულით მეორე ადგილზეა.