ოფიციალურად - „ატლეტიკომ“ სორლოტის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკომ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა „ვილიარელიდან“ ნორვეგიის ნაკრების ფორვარდის, ალექსანდრ სორლოტის ტრანსფერის შესახებ. ახალ კლუბთან სკანდინავიელის კონტრაქტი ოთხწლიანი იქნება.
28 წლის სორლოტი „ვილიარეალში“ 2023 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის ლა ლიგის მეორე ბომბარდირი გახდა არტიომ დოვბიკის შემდეგ.
უფრო ადრე „ატლეტიკოს“ პრიორიტეტული სამიზნე სწორედ დოვბიკი იყო, მაგრამ ის „ჟირონადან“ „რომაში“ გადავიდა.