საფრანგეთი რეკორდულ სიცხეზე პასუხისმგებლობას ნაწილობრივ აშშ-ს აკისრებს

14:21, 29.06.2026

საფრანგეთში დაფიქსირებულ რეკორდულ სიცხის ტალღაზე პასუხისმგებლობა ნაწილობრივ აშშ-ს ეკისრება, – ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პარიზის მერის მოადგილემ, ოდრი პულვარმა გააკეთა.

ეს განცხადება გაკეთდა ამერიკელი ტურისტების, იმიგრანტებისა და ემიგრანტების მიმართ მკაცრი საყვედურის კონტექსტში, რომლებიც საფრანგეთს მთელი ქვეყნის მასშტაბით კონდიციონერების ნაკლებობის გამო აკრიტიკებენ.

„ძვირფასო ამერიკელო ჟურნალისტებო და სოციალური მედიის „ინფლუენსერებო“, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ზოგიერთი თქვენგანი აკრიტიკებს და დასცინის პარიზს იმის გამო, რომ ქალაქში ყველა ოთახში კონდიციონერი არ არის. ღმერთო ჩემო, ეს მართლაც ირონიულია! როგორც მსოფლიოში სათბურის აირების გამომყოფ სიდიდით მეორე ქვეყანას – თქვენ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გეკისრებათ გლობალურ დათბობასა და იმ შედეგებზე, რასაც ჩვენ საფრანგეთში განვიცდით. ის ფაქტი, რომ თქვენი ქალაქების 90 პროცენტი კონდიცირებულია, ამასთან კავშირშია“, – განაცხადა ოდრი პულვარმა.

მისივე თქმით, აშშ პლანეტის ინტერესებს უგულებელყოფს.

„გთხოვთ, მორალის კითხვა შეწყვიტოთ. უბრალოდ დაიწყეთ თქვენი წვლილის შეტანა“, – განაცხადა პულვარმა.

მსგავსი