ოჟე-ალიასიმი ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტია მაიამის ტურნირის ისტორიაში
კანადელმა ფელიქს ოჟე-ალიასიმმა (Felix Auger-Aliassime) მაიამის მასტერსის მეოთხედფინალში ხორვატი ბორნა ჩორიჩი დაამარცხა, რითაც მაიამის ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტი გახდა.
სპორტსმენის ასაკი 18 წელი და რვა თვეა. ნახევარფინალში ოჟე-ალიასიმი ჯონ ისნერს დაუპირისპირდება.
ამ წარმატებით კანადელმა რეიტინგის საუკეთესო 35 ჩოგბურთელს შორის ადგილი გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტურნირის მერვედფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი სწორედ ოჟე-ალიასიმმა გამოთიშა ასპარეზობიდან.