ოდესის საზღვაო ქვეითთა ბრიგადა - დონეცკის ოლქში გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტი მაკაროვკა, საზღვაო ქვეითები ოკუპანტების განდევნას განაგრძობენ
უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში მდებარე გათავისუფლებულ დასახლება მაკაროვკიდან ფოტო და ვიდეოკადრებს ავრცელებენ.
დასახლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას საზღვაო ქვეითთა 35-ე ბრიგადა ავრცელებს.
„დონეცკის ოლქში მდებარე დასახლებული პუნქტი მაკაროვკა გათავისუფლებულია, ოდესის საზღვაო ქვეითები უკრაინული მიწიდან ოკუპანტების განდევნას განაგრძობენ“, – ნათქვამია საზღვაო ქვეითთა ბრიგადის განცხადებაში.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, მტრის პირადი შემადგენლობის ნაწილი განადგურებულია, ნაწილი გაიქცა, ასევე არიან ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროები. მათი განცხადებით, ამჟამად დასახლებაში სტაბილიზაციის მოქმედებები გრძელდება.