ოდესის ადმინისტრაციის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ჯარები, რომლებიც ოდესის შტურმს აპირებდნენ, უზარმაზარი დანაკარგებით ნიკოლაევსა და მარიუპოლს შორის იმყოფებიან
ოდესის ადმინისტრაციის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ჯარები, რომლებიც ოდესის შტურმს აპირებდნენ, უზარმაზარი დანაკარგებით ნიკოლაევსა და მარიუპოლს შორის იმყოფებიან

ოდესის მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა რუსეთის საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მოკლეს.

ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საოკუპაციო ჯარები, მათ შორის რუსი საზღვაო ქვეითები, რომლებიც ოდესის შტურმს აპირებდნენ, უზარმაზარი დანაკარგებით ახლა ნიკოლაევსა და მარიუპოლს შორის იმყოფებიან.