ოდესის ოლქში სამგზავრო მატარებელზე დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

11:58, 13.08.2026

ოდესის ოლქში სამგზავრო მატარებელზე დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგირც „უკრაინის რკინიგზა“ იუწყება, რუსული რეაქტიული ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაეჯახა.

კომპანიის ინფორმაციით, შედეგად ორი ადამიანი – მატარებლის მემანქანე და მისი თანაშემწე დაიღუპა.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის სამიზნე გახდა მატარებელი ოდესა-დნიპრო, რომელიც თავდასხმამდე რკინიგზის სადგურზე შედიოდა, რათა საჰაერო განგაშის დროს მგზავრებს მატარებელი დაეტოვებინათ.

„მიუხედავად საფრთხისა, ლოკომოტივის ეკიპაჟი აგრძელებდა მატარებლის მართვას, რათა 340 მგზავრს ვაგონების უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა ჰქონოდათ“, – ნათქვამია „უკრაინის რკინიგზის“ განცხადებაში.

მსგავსი