ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა
ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. „ბიბისის“ცნობით, შესაბამის ინფორმაციას ოდესის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
გარდაცვლილებს შორის 11 წლის ბავშვია. ჰოსპიტალიზებულია 38 დაშავებული, მათგან ექვსი ბავშვი. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
გასული ღამით რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქში საკურორტო დასახლებაზე სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ერთ-ერთი რაკეტა ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, კიდევ ოდესის სამხრეთით 80 კილომეტრში ორი დასასვენებელ ბაზას მოხვდა.