ოდესაზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა

20:02, 23.04.2022

ოდესაზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი თვის ჩვილი დაიღუპა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი ადასტურებს და არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. 86 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მსგავსი