ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ოდესაზე ღამით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. გენშტაბის ინფორმაციით, საპორტო ქალაქის მიმართულებით რუსულმა ძალებმა რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, მათი ნაწილი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გააუვნებელყო.

აფეთქების ხმა ოთხჯერ გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნეს წარმოადგენდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის – ნავთობსაცავი.

ამასთან, პირველადი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.