ოდესაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა 46 ადამიანი

17:01, 15.03.2024

ოდესაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა 46 ადამიანი. რეგიონში 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.

დაშავებულთა შორის არიან საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შვიდი თანამშრომელი. ასევე დაღუპულია ერთი მაშველი და მედიკოსი, რომლებიც აფეთქების შემდეგ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებულია 10 კერძო სახლი, ტექნიკური მომსახურების სადგური, გაზსადენი და ორი სახანძრო-სამაშველო მანქანა.

მსგავსი