ოდესაში, საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრების ბუნტია
ოდესაში, საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრების ბუნტია

ოდესაში, საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრების ბუნტია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. კოლონიის ტერიტორიაზე არეულობაა და ხანძარი. სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მობილიზებულები არიან მეხანძრეები, სამართალდამცავები და სპეცრაზმი.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, კოლონიაში 500-მა ადამიანმა ბარიკადები ააგო. ერთი პატიმარი და ციხის ოთხი თანამშრომელი დაშავდა. დაღუპულები არ არიან.

ადგილობრივი მედია ასევე წერს, რომ რამდენიმე პატიმარმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ამ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება არ ადასტურებს.

როგორც უკრაინის პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი „ფეისბუქში“ წერს, ოდესის კოლონიაში კონფლიქტის უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. ამის მიზეზი კი კოლონიაში არსებული მძიმე მდგომარეობაა.