ოდესაში კვებითი ინტოქსიკაციით სკოლის 50-ზე მეტი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

10:18, 20.09.2019

ოდესაში კვებითი ინტოქსიკაციით სკოლის 50-ზე მეტი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოში მიმართვიანობა 15-19 სექტემბრის პერიოდში დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, ყველა მათგანი ერთი და იმავე სკოლის მოწაფე აღმოჩნდა, რომელთაც სკოლის ბუფეტით ისარგებლეს.

ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობას ხუთი პაციენტი განაგრძობს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი