„ოცნების“, „გირჩის“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ხალხის ძალის“ წევრები პარლამენტს ერთობლივ კანონპროექტს წარუდგენენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსების წესის შესახებ
„ოცნების“, „გირჩის“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ხალხის ძალის“ წევრები პარლამენტს ერთობლივ კანონპროექტს წარუდგენენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსების წესის შესახებ

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსების წესის შესახებ „ქართული ოცნების“, „გირჩის“, „ხალხის ძალისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ერთობლივი კანონპროექტი მოამზადეს.

კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს 6 ნოემბრის სხდომაზე იგეგმება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: პაატა კვიჟინაძე („ქართული ოცნება“), ბეჟან წაქაძე („ქართული ოცნება“), გოგი მეშველიანი („ქართული ოცნება“), ალექსანდრე რაქვიაშვილი („გირჩი“), ანტონ ობოლაშვილი („ქართული ოცნება“), ზაალ მიქელაძე (პარტია „ხალხის ძალა“), ირაკლი კირცხალია („ქართული ოცნება“), ირაკლი ზარქუა („ქართული ოცნება“), დილარ ხაბულიანი (დამოუკიდებელი დეპუტატი) და ბექა ლილუაშვილი (პარტია „საქართველოსთვის“).