„ობრადარიოსთან“ შერმადინი საუკეთესო იყო - „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში დაუმარცხებელია [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეოთხე მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ და მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად კუნძულელებმა „ობრადარიოს“ უმასპინძლეს და 86:67 დაამარცხეს. 

216 სმ. სიმაღლის ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. მან 25 წუთი ითამაშა და მატჩის ბომბარდირიც გახდა – 7-დან 6 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. 19 ქულის გარდა მის ანგარიშზე 7 მოხსნა, თითო ჩაჭრა და დაფარებაა. ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო. 27 მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადინი არათუ მატჩის, არის ალბათობა, ტურის MVP გახდეს.

ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს „ტენერიფე“ 22 ოქტომბერს „ბარსელონასთან“ სტუმრად გამართავს.