ობამეიანგს საკუთარი კიბერსპორტული კლუბი სურს
ობამეიანგს საკუთარი კიბერსპორტული კლუბი სურს

ლონდონის „არსენალის” ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაინტერესებულია საკუთარი კიბერსპორტული კლუბის ჩამოყალიბებით.

„რა თქვა უნდა, ვთამაშობ FIFA-ს, მაგრამ წელს გაცილებით მეტ დროს Fortnite-ში ვატარებ. ასევე აუცილებლად უნდა ვითამაშო Warzone: Call of Duty.

სერიოზულად ვფიქრობ საკუთარი კიბერსპორტული გუნდის ჩაშვებაზე და Rocket League ცალსახად ის თამაშია, რომლისთვისაც გუნდი მჭირდება. პროცესი იწყება”, – განაცხადა ობამეიანგმა.

გაბონელი ფორვარდი ფორმულა 1-ის სიმულატორშიც ძლიერია და ამ სერიის პილოტებს ებრძვის ვირტუალური ეტაპების დროს.