ობამეიანგს დაჯილდოების ცერემონიისას თასი მინდორზე დაუვარდა (ვიდეო)
ობამეიანგს დაჯილდოების ცერემონიისას თასი მინდორზე დაუვარდა (ვიდეო)

ინგლისის თასის ფინალის შემდეგ, „არსენალის“ კაპიტანს პიერ-ემერიკ ობამეიანგს დაჯილდოვების ცერემონიისას თასი ხელიდან გაუვარდა.

მას შემდეგ რაც, ფეხბურთელებმა მედლები მიიღეს, ობამეიანგი გუნდისკენ გაემართა, რათა თასი თავს ზემოთ აეწია, მაგრამ პრიზი ხელიდან გაუვარდა. როგორც გაირკვა, ობამეიანგმა თასი პოსტამენტთან ერთად აიღო და სწორედ ეს ნაწილი მოძვრა თასს.

„არსენალმა“ ფინალში 2:1 მოუგო „ჩელსის“. ობამეიანგმა დუბლი შეასრულა.