ობამეიანგი, შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს
ობამეიანგი, შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს

ლონდონის „არსენალის“ ფორვარდით პიერ-ემერიკ ობამეიანგით კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა. კერძოდ, გაბონელი ფეხბურთელის გადაბირება ტურინის „იუვენტუსს“ სურს. ობამეიანგმა ამ გუნდში გონსალო იგუაინის ადგილი უნდა დაიკავოს, რომელიც, სავარაუდოდ, დატოვებს იტალიის ჩემპიონის რიგებს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ გარდა, 31 წლის ფორვარდით დაინტერსებულები არიან – „ბარსელონა“, „რეალი„, „ინტერი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.

ობამეიანგის მოქმედი კონტრაქტი „არსენალთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 56 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში გაბონელმა 26 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში და 17 გოლი გაიტანა.