ობამეიანგი „დორტმუნდის“ შემადგენლობიდან დაითხოვეს
ობამეიანგი „დორტმუნდის“ შემადგენლობიდან დაითხოვეს

„დორტმუნდის“ ფორვარდს პიერ-ემერიკ ობამეიანგს ბუნდესლიგის მე-18 ტურში „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ მატჩის გამოტოვება მოუწია. 28 წლის გაბონელი შემადგენლობიდან დისციპლინარული მიზეზებით გამოიყვანეს.

მომხდარის დეტალებს არ აზუსტებენ.

აღსანიშნავია, რომ ობამეიანგმა ამგვარი სასჯელი მეორედ მიიღო სეზონში. ადრე „ბორუსიამ“ ფორვარდი „შტუტგარტთან“ მატჩში არ ათამაშა. ამის მიზეზი მატჩის წინ, ღამის კლუბში სტუმრობა გახდა.

მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა 15 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, გაიტანა 13 გოლი და სამი საგოლე პასი შეასრულა.