ნ'ზონზი „რომაში" გადავიდა, ბაკაიოკო „მილანში" - 14 აგვისტო სატრანსფერო ბაზარზე
ნ'ზონზი „რომაში" გადავიდა, ბაკაიოკო „მილანში" - 14 აგვისტო სატრანსფერო ბაზარზე

დღის TOP3 ტრანსფერი
ტემუე ბაკაიოკო “ჩელსიდან” “მილანში” გადავიდა. ამის შესახებ იტალიურმა კლუბმა თავად გამოაცხადა. 23 წლის ფეხბურთელის იჯარაში “როსონერიმ” 5 მილიონი ევრო გადაიხადა, კიდევ 35 მილიონს გადაიხდის, თუ მოისურვებს სეზონის ბოლოს ფრანგის გამოსყიდვას.

– საფრანგეთის ნაკრებისა და “სევილიას” საყრდენი სტივენ ნ’ზონზი “რომას” ფეხბურთელი გახდა. ტრანსფერის თანხაა – 30 მილიონი ევრო. მართალია, ჯერ კონტრაქტი ოფიციალურად არ გაფორმებულა, თუმცა, ფრანგმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ყველა ფორმალობა მოგვარებულია.

– რუსი შემტევი დენის ჩერიშევი ამ სეზონში “ვალენსიაში” ითამაშებს. “ღამურებმა” კიდევ ერთხელ აიყვანეს იჯარით რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი – ისე, როგორც ეს 2016-17 წლების სეზონში. გარიგება 2018-19 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში, რის შემდეგაც “ვალენსია” გადაწყვეტს – გამოისყიდოს თუ არა ჩერიშევივილიარეალიდან“.

დღის სხვა ამბები
ადრიენ რაბიო დარჩება “პარი სენ-ჟერმენში“, მაგრამ მომავალი წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ფრანგმა უარი თქვა კონტრაქტის გაგრძელებაზე, მაგრამ თავიდან აიცილა სანქციები კლუბის ხელმძღვანელობისგან.

– “იუვენტუსმა” არ მოისურვა მირალემ პიანიჩთან 60 მილიონ ევროდ გამოთხოვება. სწორედ ეს თანხა შესთავაზა “რეალმა” ბოსნიელში, მაგრამ უარი მიიღო.

ლუკა მოდრიჩის აგენტმა მარკო ნალეტილიჩმა განაცხადა, რომ ხორვატი ნახევარმცველი მართლა განიხილავს “ინტერის” წინადადებას და უნდა იტალიაში გადასვლა. “მოდრიჩი ტყუილუბრალოდ არ დაფიქრებულა “ინტერში” გადასვლაზე, მას მართლაც ხიბლავს ამ კლუბში მნიშვნელოვანი როლის მიღების იდეა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ადრე თუ გვიან, ლუკა ითამაშებს იტალიაში. ის სერია A-ს მატჩებზე გაიზარდა”.

– მარკოს როხო ახლოსაა “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლასთან. ჟოზე მოურინიოს გუნდს უნდა განტვირთოს სახელფასო ბიუჯეტი და ამიტომაც, არგენტინელს “ფენებარჰჩეს” დაუთმობს. იჯარით ან სამუდამოდ.

– იტალიური კლუბი “ფროსინონე” თითქმის მოელაპარაკა “არსენალს” კოსტა რიკას ნაკრების ნახევარმცველის ჯოელ კემპბელის შეძენაზე. გარიგება ან იჯარა იქნება ან სრულფასოვანი ტრანსფერი.

დღის სხვა ტრანსფერები
– “სელტამ” შეიძინა პარაგვაელი ნახევარმცველი ჟუნიორ ალონსო. ფეხბურთელი 25 წლისაა და შარშანდელი სეზონი იჯარით “ლილში” გაატარა. მანამდე “სერო პორტენიოში” თამაშობდა.

– “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრ სონგი შვეიცარიის “სიონის” მოთამაშე გახდა. კონტრაქტი ორი წლით გაფორმდა.

– “პარმა” გაძლიერდა “ნაპოლის” 26 წლის ფორვარდით რობერტო ინგლეზეთი და “ბრეშას” 23 წლის ნახევარმცველით ალბერტო გრასით.

– “ლეგანესმა” “ბარსელონადან” შეიძინა ნახევარმცველი ხოსე მანუელ არნაისი. გარიგების თანხაა – 5 მილიონი ევრო.