NY Times - ვენესუელაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 87% ცხოვრობს
NY Times - ვენესუელაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 87% ცხოვრობს

ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ნავთობით მდიდარ სახელმწიფო ვენესუელაში უმძიმესი ეკონომიური კრიზისია. კვლევების თანახმად, მოსახლეობის 78% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, 29 მილიონი ადამიანიდან კი 8 მილიონი შიმშილობს.

შემაშფოთებელ სტატისტიკას ავრცელებს გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF: ვენესუელაში 5-დან ერთ ბავშვს გაუწყლოებისა და არაჯანსაღი კვების გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისი 2012 წლიდან გამწვავდა. უმუშევრობა 18%-მდე გაიზარდა. ოპოზიცია ამის მიზეზად ავტორიტარულ მთავრობაში ფესვგადგმულ კორუფციას ასახელებს. ინფლაციის ფონზე, მაღაზიები საკვები პროდუქტებისგან და პირადი მოხმარების ნივთებისგან დაიცალა, რასაც 2014 წელს მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

2015 წელს კი საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა ძალამ გაიმარჯვა. ამის მიუხედავად, ულტრამემარცხენე პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის დათხოვის მიზნით, ეროვნული ასამბლეა დააარსა, რასაც ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა.

New York Times-ის ინფორმაციით, 2017 წელს ვენესუელაში ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე 5535 ადამიანი დაიღუპა. ნიკოლას მადუროს ბრძანებით, მოქალაქეებს სპეცრაზმი და სნაიპერები სასტიკად გაუსწორდნენ.