ნურსულთანში არასანქცირებულ აქციაზე 57 ადამიანი დააკავეს

21:23, 21.09.2019

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში პოლიციამ არასანქცირებულ აქციაზე 57 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საფრთხეს უქმნიდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ასევე, დაკავებულები სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში არიან ეჭვმიტანილები.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. აქციის მონაწილეთა თქმით, პოლიციამ მათი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა.

მსგავსი