ნურსულთან ნაზარბაევი აცხადებს, რომ ზელენსკი პუტინთან პირისპირ შეხვედრას დათანხმდა
ნურსულთან ნაზარბაევი აცხადებს, რომ ზელენსკი პუტინთან პირისპირ შეხვედრას დათანხმდა

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ლიდერი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრას დათანხმდა. ამის შესახებ განცხადება ნურსულთან ნაზარბაევმა „ასტანა კლაბის“ მეხუთე სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.

„ჩემი აზრით, აუცილებელია უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები პირისპირ შეხვდნენ. მე უკვე მივიღე ზელენსკის თანხმობა და ამის შესახებ ვაცნობე რუსეთის პრეზიდენტს. თუ საჭიროა ნეიტრალური ადგილი, მე შევთავაზე ყაზახეთი“, – განაცხადა ნაზარბაევმა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკის ოქტომბერში იაპონიაში შეხვდა. გუშინ კი, ნაზარბაევი ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ პუტინს.