ნუნუ მიცკევიჩი - რეკომენდაციები სრულადაა შესრულებული, გარემო არის უსაფრთხო და აუდიტორიები მომზადებულია 15 მარტიდან სტუდენტების მისაღებად
ნუნუ მიცკევიჩი - რეკომენდაციები სრულადაა შესრულებული, გარემო არის უსაფრთხო და აუდიტორიები მომზადებულია 15 მარტიდან სტუდენტების მისაღებად

ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, 15 მარტიდან უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ატონომიურობის ფარგლებში, გადაწყვეტილება უნივერსიტეტებმა და კოლეჯებმა თავად მიიღეს.

პირველი მარტიდან უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები კლინიკურ, პრაქტიკულ, ლაბორატორიულ კომპონენტებს და ასევე შიდა გამოცდებს არადისტანციურ ფორმატში, აუდიტორიებში ატარებენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის თქმით, მხარდაჭერაზე ორიენტირებული მონიტორინგი, როგორც სამინისტროს, ასევე, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, სისტემატურ რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტად მიმდინარეობს.

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით და დაცულია უსაფრთხოების ნორმები.

„რეკომენდაციები სრულად არის შესრულებული, გარემო არის უსაფრთხო და სააუდიტორიო სივრცეები მომზადებულია სტუდენტების მისაღებად“, – აცხადებს ნუნუ მიცკევიჩი.