100-ზე მეტი სკოლა და 600-ზე მეტი კლასი ამ დროისთვის სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული
100-ზე მეტი სკოლა და 600-ზე მეტი კლასი ამ დროისთვის სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, დღეის მონაცემებით, 100-ზე მეტი სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

მისივე თქმით, სტატისტიკა პერიოდულად ახლდება.

„როგორც იცით, ახლდება სტატისტიკა და ყოველ პარასკევს არის ხოლმე განახლებული ინფორმაცია. ორ დღეში კიდევ განახლდება. იცით, რომ დღეისთვის 100-ზე მეტი სკოლა და 600-ზე მეტი კლასი არის დისტანციურ რეჟიმში. მართვა გრძელდება წერტილოვნად. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაცია და კვირაში ერთხელ ეს ინფორმაცია არის გაზიარებული საჯაროდ“, – აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.

დატოვე კომენტარი