ნუნუ მიცკევიჩი - აბიტურიენტები გაგებით ეკიდებიან ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ
ნუნუ მიცკევიჩი - აბიტურიენტები გაგებით ეკიდებიან ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ

აბიტურიენტები გაგებით ეკიდებიან ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა რუსთავში, სადაც საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა. მისი თქმით, პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

„დღეს გახლავთ ეროვნული გამოცდების მეორე დღე, ვიმყოფებით ქალაქ რუსთავის 22-ე სკოლაში. მოწესრიგებულად მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი. აბიტურიენტები გაგებით ეკიდებიან ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

ჩვენი თხოვნა იქნება მათი გულშემატკივრების მიმართ, გარე პერიმეტრზე დაიცვან დისტანცია და ხელი შეუწყონ საგამოცდო პროცესის წარმატებით მიმდინარეობას“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ დაიწყო.