ნუნუ მიცკევიჩი – მასწავლებელთა ვაქცინაციის მაჩვენებელი ზრდადია და იმედი გვაქვს, კიდევ გაიზრდება

12:28, 20.10.2021

დღეს ვაქცინაციის სავალდებულოობა საგანმანათლებლო სივრცეში არ განიხილება, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, სავალდებულო ვაქცინაცია მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის არის, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტთან.

„როგორც მოგეხსენებათ, ვაქცინაცია სავალდებულოა უმაღლესი განათლების მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჯანდაცვის პროგრამებზე სწავლობენ და უშუალო შეხება აქვთ პაციენტთან. დანარჩენ არც ერთ საფეხურზე არც ზოგად, არც პროფესიულ და არც უმაღლეს საფეხურზე ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. რაც შეეხება მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელს, სტატისტიკა ზრდადია და იმედი გვაქვს, კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა მიცკევიჩმა.

მსგავსი