ნუკრი ქანთარია - ვიცი ის, რომ განათლების მინისტრობის კანდიდატზე, არაფერი არ ვიცი
ნუკრი ქანთარია - ვიცი ის, რომ განათლების მინისტრობის კანდიდატზე, არაფერი არ ვიცი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც ჟურნალისტებს ქანთარიამ განუცხადა, მინისტრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით კონსულტაციებში ჩართული არ ყოფილა.

„ვიცი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი და მგონი, სხვებმა ესეც არ იციან. ვინაიდან, პრემიერი დაინიშნა და მას გუნდის დაკომპლექტებისთვის ვადა მივეცით, მას დღეს შევხდებით და საკითხზე საუბარი გაიმართება. კონსულტაციებში პოლიტსაბჭოს წევრები მონაწილეობდნენ, მე პოლიტსაბჭოს წევრი აღარ ვარ. უმრავლესობის სხდომაზე კანდიდატურები გამოვა და შემდეგ ვიტყვი, რომ პროცესში ვმონაწილეობდი”, – განაცხადა ქანთარიამ.