ნუკრი ქანთარია - უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტის ინაუგურაცია მცხეთაში გამართულიყო
ნუკრი ქანთარია - უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტის ინაუგურაცია მცხეთაში გამართულიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას მოსაზრებით, უმჯობესი იქნებოდა, თუ პრეზიდენტის ინაუგურაცია მცხეთაში გაიმართებოდა.

ქანთარია დარწმუნებულია, რომ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის გამართვის იდეა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.

„თელავი ძალიან მომწონს და მიყვარს, თუმცა მხარს მცხეთას უფრო დავუჭერდი. ეს უფრო კარგი იქნებოდა, რადგან ძველი სატახტო ქალაქია და გარკვეულ კუთხესთან მიკერძოებას არ იწვევს, თელავი კი ერეკლე მეფის სასახლეა“, – აღნიშნა ქანთარიამ.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ინაუგურაციის თელავში გამართვის ერთ-ერთი მიზეზი თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებული კარვებიც იყოს.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.