ნუკრი ქანთარია - შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმრავლესობაში მიგვაჩნია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა რეალურია
ნუკრი ქანთარია - შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმრავლესობაში მიგვაჩნია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა რეალურია

აუცილებლად უნდა გავსინჯოთ პროპორციული საარჩევნო სისტემა მწარეა თუ ტკბილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნუკრი ქანთარიას თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ადეკვატური და რეალურია.

„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაშლა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, რომელსაც ეს არავითარ შემთხვევაში არ აწყობს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმრავლესობაში მიგვაჩნია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ადეკვატური და რეალურია.

ჩვენმა მოსახლეობამ პროპორციული სისტემა, ეს ხილი უნდა გასინჯოს. ეს რომ ასე არ მოხდეს, ყველას ექნება იმის პრეტენზია, რომ ასეთ დღეში იმიტომ ვართ, რომ პროპორციული სისტემა არ დავუშვით. ამიტომ ჩვენ, აუცილებლად უნდა გავსინჯოთ პროპორციული სისტემა მწარეა თუ ტკბილი.

პარლამენტის წევრების პასუხისმგებლობა იქნება, თუ რამდენად დამკვიდრდება ეს პროპორციული სისტემა და შვიდ წელიწადში ხომ არ იქნება მოქალაქეების სურვილი, რომ ეს საქმე საქართველოში არ გამოდის და ჩვენ პატრონი და ძლიერი პრეზიდენტი გვჭირდება. ეს ძალიან ცუდი იქნება და ამიტომ, პროპორციული სისტემა ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.