ნუკრი ქანთარია სერგო რატიანს - გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი
ნუკრი ქანთარია სერგო რატიანს - გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი

გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი,- ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ უმცირესობის წევრს სერგო რატიანს, რომელმაც გოგა ონიანს პოლიტპატიმარი უწოდა.

“ბატონო სერგო ძალიან გიმეცადინიათ. ამ გამოსვლისთვის ბევრი შრომა ჩაგიდიათ, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოდის. რადგან, რასაც ამბობთ, სიმართლე არ არის. ახლა გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი. ასე რომ, ალბათ ჯობია სიმართლისკენ მაინც მოვიხედოთ. რეალობას ყური უფრო დავუგდოთ”, – მიმართა ქანთარიამ რატიანს.